24 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
"საქართველოში სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს,“ - დავით ბაქრაძე სუბელიანის ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება 

„პრაქტიკულად ჩანს, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს,“ - ასე ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ გლდანის მერვე საბრყობილეში ჩაწერილ აუდიო ჩანაწერებს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საუბრობს.

ბაქრაძემ თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას თქვა, რომ ჩანაწერმა, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე, ძალადობაზე, ცრუ მოწმეებსა და საქმის მასალების ფალსიფიცირებაზე საუბრობს, აჩვენა, რომ ქვეყანა მაფიოზების მიერ იმართება.

„პრაქტიკულად ჩანს, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს. პრაქტიკულად ჩანს, რომ ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან. ვისაც აწუხებს საკუთარი ჯიბე, საკუთარი შემოსავალი, საკუთარი კარგად ყოფნა. ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში იყოს კორუფცია და ჰქონდეს გავლენა და საქართველოში აღარ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, აღარ არსებობს ხალხთან ანგარიშვალდებული მთავრობა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც საქართველოში ცხოვრება უნდა შეიცვალოს.

დღეს მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, მოქალაქე ი.პ-სგან სამი ფარული აუდიო ჩანაწერია ამოღებული, აქედან ერთი „რუსთავი2“-მა უკვე გაასაჯაროვა.

"გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე,"-განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. 

დღის ამბები