26 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
განწირული ხელისუფლების თამაში - რომან გოცირიძე პროკურატურის მიერ ახალი აუდიოჩანაწერის გასაჯაროებაზე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ახალ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბრობენ.

რომან გოცირიძის თქმით, პროკურატურის მიერ ჩანაწერის გამოქვეყნება რეალურ სურათს ვერ ცვლის და ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება „განწირულია“.

გოცირიძე განმარტავს, რომ დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი და ასევე, რამდენიმე დღის წინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული აუდიოჩანაწერი სწორედ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება დანაშაულებრივად მოქმედებს.

„პროკურატურის მოქმედება, რომ წინმსწრებად გააცნო საზოგადოებას ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება გავრცელებულიყო უკვე სხვა არხებით, აბსოლუტურად, არაფერს ცვლის, ეს უკვე არის, ფაქტობრივად, განწირული ხელისუფლების თამაში, რომელიც უკან შემოუბრუნდებათ მათ, ვინაიდან ამ ჩანაწერში კიდევ უფრო მყარდება ის, რაც იყო სხვა ჩანაწერებში, რომ ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, ამ დანაშაულში მონაწილეობს თავად ის პიროვნება, რომელიც არის მთავარი გმირი, ასე ვთქვათ და რაც ყველაზე მთავარია და საითკენაც მიჰყავს ახლა ხელისუფლებას, თითქოსდა ეს შეიძლება ყოფილიყო დადგმული. არავითარი დადგმა ამას არ ესაჭიროებოდა, ვინაიდან თუკი ადამიანს მოლოდინი ჰქონდა, რომ ერთ წელს მიუსჯიდნენ, ამ ჩანაწერებით ფაქტია, რომ მას აქვს უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობა მიღებული და თავისთავად მან საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი, ამიტომ, ეს და წინა ჩანაწერები ამტკიცებენ ხელისუფლების მონაწილეობას მრავალი სახის დანაშაულში,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა, რომელიც უწყების ცნობით, 6 ივლისით თარიღდება. გამოძიების ვერსიით, „საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.“

ამავე თემაზე
დღის ამბები