20 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
"შემოუერთდნენ „ევროპულ საქართველოს“ - "ქართული ოცნების" კოორდინატორების ნაწილმა პარტიის რიგები სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს    

”ქართული ოცნების” დამფუძნებლებმა, კოორდინატორებმა, ზონის უფროსებმა და აქტივისტებმა პარტიის რიგების სამეგრელოს რეგიონშიც დატოვეს და ”ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ. ამის შესახებ განცხადება ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გააკეთა. 

უგულავა თქმით, ეს ადამიანები ერთ დროს "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებდნენ. 

„ეს ადამიანები სხვადასხვა დროს მუშაობდნენ, მხარდაჭერას უცხადებდნენ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ყველაფერმა იმან, რაც "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანებს მიაღებინა გადაწყვეტილება, დატოვეს "ქართული ოცნება" და შემოუერთდნენ „ევროპულ საქართველოს". ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით ეროზიას, უკუსვლას, ჭაობს და განსაკუთრებით მძიმეს, ეს აქ, ზუგდიდსა და საქართველოს რეგიონებში ჩანს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გურიისა და ქვემო ქართლის მსგავსად, ”ოცნების” უკვე ყოფილი წარმომადგენლები ამ შემთხვევაშიც აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა წითელი ხაზი აღმოჩნდა. 

„ქართულ ოცნებაში“ გიგი უგულავას განცხადებას უპასუხებს და განაცხადეს, რომ ის პირები, რომლებიც ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანმა დაასახელა, „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან.

„შემიძლია გითხრათ, რომ ის ადამიანები, ვინც "ევროპულმა საქართველომ" დაასახელა, რომ "ოცნების" წევრები იყვნენ და გადავიდნენ მათთან, ნამდვილად არ არიან "ქართული ოცნების" წევრები. შეიძლება ერთი პერიოდი უჭერდნენ მხარს "ქართულ ოცნებას", მაგრამ ბოლო წლებია, რაც ჩვენთან არ ფიქსირდებიან არანაირ საარჩევნო აქტივობაში არ ღებულობენ მონაწილეობას. ეს უბრალოდ "ევროპული საქართველოსგან" არის მორიგი მცდელობა, ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში,“ - განაცხადა ”ქართული ოცნების” წევრმა, თამუნა ჯიქიამ. 

დღის ამბები