13 ნოემბერი 2018,   09:47
ვრცლად
2 ლარი და 68 თეთრი - ლარი დოლართან მიმართებაში თვენახევარში კიდევ 10 პუნქტით გაუფასურდა

2 ლარი და 68 თეთრი - ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. 1 სექტემბრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა10 პუნქტით დაეცა.

ეროვნული ბანკის მონაცემებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო დაბალია დალის კურსი კომერციულ ბანკებში, სადაც 1 დოლარის ფასი 2 ლარი და 71 თეთრი იყო.

სპეციალისტები აანონსებენ, რომ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს და ნოემბერში ერთ ამერიკული დოლარი 2 ლარი და 80 თეთრი ეღირება.

ექსპერტების შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გავლენას არჩევნები ახდენს. ბოლო პერიოდში გაიზარდა მოთხოვნა დოლარზეც. 2019 წლის ბიუჯეტი კი, რომელიც ლარის უფრო მეტ გაუფასურებაზეა გათვლილი, პესიმისტურ მოლოდინებს ხელს უწყობს.

ბოლო თვენახევარის განმავლობაში ლარის 10-თეთრიანი გაუფასურება საგანგაშოდ არ მიაჩნიათ მმართველ გუნდში.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არცერთი მაკროეკონომიკური ფაქტორი ქვეყანაში არ გაუარესებულა. ირაკლი კოვზანაძეს იმედი აქვს, რომ გაუფასურების ტენდენცია არ გაგრძელდება.

დღის ამბები