18 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
ბოდვა, სისულელეები, სამართლებრივი კრიზისი, - ოპოზიცია ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს აფასებს

ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისზე საუბრობენ. ოპოზიციის შეფასებით მმართველი გუნდის პირველი პირები დანაშულებრივ გარიგებებში არიან ჩართული. მათი აზრით "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ შეთანხმებული სცენარით მომზადებული ჩანაწერები შესთავაზა საზოგადოებას და ჯაფარიძე და სუბელიანი ხელისუფლებისათვის სასურველ თემებზე საუბრობენ.

"თემა რომელსაც ამ ბოლო დროს გვთავაზობენ ერთგვარი სადადგმო ნაწილის შემოტანას ამ ჩანაწერებში, თავისთავად ძალიან დიდ უნდობლობას იწვევს. ხელისუფლება, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ პასუხისაგან თავის არიდებით, ეს რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, დავით ჭიჭინაძე კი ხელისუფოლების მიერ გავრცელებულ საპასუხო ვერსიას "ბოდვას" უწოდებს.

"თუ ეს სახელმწიფო მოტყუებების და ცრუ გეგმების მსხვერპლი ხდება, მაშინ მით უმეტეს საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვქონია საქმე. ეს ბოდვები, რომ ეს არის დადგმული და ვიღაცა რაღაცას იტყუება, არ არსებობს, გამორიცხულია"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

გამოძიებისთვის ხელის შეშლაზე საუბრობს ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე. იგი აცხადებს, რომ თუ საქმე 12-ში აღიძრა, ჯაფარიძის, როგორც საქმის ფიგურანტის 14-ში საპატიმროში შესვლა გაუმართლებელი იყო.

"თორმეტში საქმე აღიძრა და გამოძიების მონაწილეები ორი ძირითადი მოწმე შედის ციხეში კვირას უკვე, უკვე 14 ოქტომბერს ეს არის პირდაპირი ხელშეშლა გამოძიებისა. ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ინსცენირება გააკეთა იმისთვის, რომ გაექარწყლებინა ვითომდა ის გარემოება, რაც მანამდე იყო,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი​ ლევან სამუშია კი აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ გავრცელებული ვერსიები, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. 

პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კი ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საქართველოში სამართალდამცველი სისტემები არ არსებობს. 

"სუბელიანს და ჯაფარიძეს რაღაც სისულელეები ალაპარაკეს წინასწარ შეთანხმებული სცენარით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - პროკურატურა არ არსებობს, სამართალდამცველი სისტემები არ გვაქვს და ქვეყანაში არის სერიოზული ინსტიტუციური სამართლებრივი და პოლიტიკური კრიზისი"- აცხადებს ელისაშვილი.

”შენების მოძრაობის” წევრის, ანი მიროტაძის თქმით ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჩანაწერები სპეციალურად იყო დადგმული.

"ადამიანები რომლებსაც ქვეყნის ბედი აბარიათ დაკავებულია რიან ფარული ტყუილი ჩანაწერების გავრცელებით"-ანი მიროტაძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, უმრავლესობის ქმედებები არის "სასოწარკვეთილი ხელისუფლების გახლართვა საკუთარ ტყუილებში."

"დეპუტატი მირზა სუბელიანთან შევიდა მხოლოდ იმიტომ, რომ დაედგათ ეს საუბარი. თავად საუბარსაც რომ მოუსმინოთ, მკაფიოდ ლაპარაკობენ მარტო იმას, რაც დღეს სჭირდება ხელისუფლებას,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანიც და განმარტავს, რომ მთავრობის წევრები პირდაპირ არის ჩართული დანაშაულებრივ გარიგებებში.

"პარლამენტის თავმჯდომარე ამ კრიმინალური დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი ნაწილია. ხელისუფლება და მისი პირველი პირები არიან ჩართული დანაშაულებრივ გარიგებებში"-აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე კი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ საკუთარი საქმიანობა დაასრულა.

"ეს ხელისუფლება არის დასრულებული, ხელისუფლება ვეღარ ხელისუფლობს,"-აცხადებს დუმბაძე.

დღის ამბები