14 ნოემბერი 2018,   01:21
ვრცლად
ორი დაღუპული პილოტი - უკრაინაში სუ-27 ტიპის გამანადგურებელი საწვრთნელი გაფრენის დროს ჩამოვარდა

2 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას უკრაინაში. შეიარაღებული ძალების კუთვნილი სუ-27 ტიპის გამანადგურებელი საწვრთნელი გაფრენის დროს ჩამოვარდა.

დაღუპულია თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორივე პილოტი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო წვრთნებში იღებდა მონაწილეობას.

ჯერ-ჯერობით უცნობია ავიაკატასტროფის მიზეზები. მომხდარს უკრაინის სამხედრო პროკურატურა იძიებს.

დღის ამბები