20 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ხელისუფლებამ მიაღწია რაც მათ სურდათ, ტელეკომპანია იბერია არის გაჩერებული - ვახო ხუზმიაშვილი

"ხელისუფლებამ დახურა იბერია"- დამოუკიდბელი ტელეკომპანიის ეკრანზე ეს წარწერა გუშინ საღამოს გამოჩნდა.

უკვე 12 საათზე მეტია, ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვება და გადაცემები აღარ გადის. სახელისუფლებო შეტევის და "ომეგა ჯგუფის" სკანდალის დაწყებიდან, დაახლოებით ერთ თევში, არხი იძულებულია ფინანსური კრიზისის გამო, მთავარი პოლიტიკური გადაცემები შეწყვიტოს.

იბერიის და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელები, დამოუკიდებელი არხისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაში სწორედ ხელისუფლებას ადანაშუალებენ და აცხადბენ, რომ მმართველმა გუნდმა ამ შედეგისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ამოწურა ტელეკომპანია „იბერიამ“ თავის ყველანაირი ფინანსური რესურსი ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ომეგა ჯგუფზე თავდასხმა პირდაპირ აისახებოდა ტელეკომპანია "იბერიაზე." ხელისუფლებამ მიაღწია რაც მათ სურდათ, ტელეკომპანია "იბერია" არის გაჩერებული. სამწუხაროა და სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ 21-ე საუკუნეში ისევ ხდება ტელევიზიების დახურვა“-ამბობს ტელეკომპანია ”იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ვახო ხუზმიაშვილი.

დღის ამბები