14 ნოემბერი 2018,   01:19
ვრცლად
„თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი ჭელიძეს“ - აქცია საქალაქო სასამართლოსთან

„თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი ჭელიძეს“ - ამ შინაარსის პლაკატებით საქალაქო სასამართლოსთან დღეს აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ფაშისტური მოძრაობის ლიდერის, გიორგი ჭელიძის განთავისუფლებას ითხოვენ.

ორგანიზაცია "საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერს, გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში 31  აგვისტოს განთავსებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს, სადაც ორგანიზაციის წევრები იარაღებით ჩანდნენ.

ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ კი სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ამოიღო.  

„საქართველო ეროვნული ერთობის“ ლიდერის გიორგი ჭელიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო დარბაზში იმყოფებიან.

დღის ამბები