20 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
აფეთქება ყირიმში, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში - არიან გარდაცვლილები

ყირიმში, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა და 50-მდე დაშავდა. 

აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ბრიგადები მივიდნენ. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებში უკვე გადაყვანილია. 

დაუდასტურებელი ცნობით, პოლიტექნიკურ კოლეჯში გაზის ბალონი აფეთქდა. სავარაუდოდ, შემთხვევა კოლეჯის სასადილოში მოხდა.

 

ფოტო - tass.ru. 

დღის ამბები