18 აპრილი 2024,   07:27
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და „რუსთავი 2“ ცდილობენ, რომელიმე თემით მაინც შეძლონ წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია - კახა კალაძე  

"უკვე რამდენიმე თვეა, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2,“ ცდილობს, რომ რამენაირად, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია," - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. 

თბილისის მთავრობის სხდომა კახი კალაძემ დღეს ისევ „რუსთავი 2“-ის კრიტიკით დაიწყო. დედაქალაქის მერი, ტელეკომპანიას და ოპოზიციას, წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვაში და სიტუაციის რადიკალიზაციაში ადანაშაულებს.

კახი კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში 19-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება.

„რა თქმა უნდა, პირველი უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები, რა თქმა უნდა, ყველაფერს უზრუნველყოფენ, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება იმის საჭიროება, რომ გზა იყოს გადაკეტილი, გზა გადაიკეტება. უკვე რამდენიმე თვეა, "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2,“ ცდილობს, რომ რამენაირად, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. მე არ ვსაუბრობ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც ხდება რეგიონებში, როდესაც კამპანიის დროს ხდება მივარდნები, მცდელობები, რომ შეხვედრები ჩაიშალოს, ამაზე რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ. ისინი მთლიანად, თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა და იგონებენ სხვადასხვა თემებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

პარალელურად, თბილისის მერმა დასუფთავების სამსახურისგან ქალაქის, მისივე შეფასებით "სულელური," ანუ წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდა დაავალა.

 

 

 

 

დღის ამბები