25 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
„რატომ ხდება მაინცდამაინც არჩევნების წინ ბრალის წაყენება?" - პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სიტყვა სასამართლოზე

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მერებაშვილის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასმართლო პროცესს ორი ბრალდებული დაესწრო.

გიორგი მერებაშვილი და რევაზ შიუკაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროკურატურის მთავარი მიზანი წინასაარჩევნო სპეკულაციებია.

ბრალდებულებმა სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია და ექსპერტიზის შედეგს უნდობლობას უცხადებენ.

„რატომ ხდება ხოლმე მაინცდამაინც არჩევნების წინ ბრალის წაყენება. ეს პირველი შემთხვევა არ არის თქვენო ღირსებავ. ეს ასევე მოხდა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ბრალად წამიყენეს 26 მაისის დარბევის ორგანიზება. 2 წლის მანძილზე 20 მოწმეა დაკითხული და პროკურორი მეუბნება, ვისაც ევალებოდა, დაშლა, დარბევა, ორგანიზება, დაგეგმვა, ის სისტემის მსხვერპლია. ახლაც, გუშინ წამიყენეს ბრალი, იმიტომ, რომ არჩევნებია, თურმე 2016 წელს ჰქონიათ ეს მასალები, ყველაფერი ფალსიფიცირებულია. ამაზე თქვენ ძალიან მალე სერიოზული პასუხი მოგეთხოვებათ. უხელფასო დამნაშავედ ვარ დანიშნული,“- განაცხადა რევაზ შიუკაშვილმა. 

ბრალდებული მერებაშვილი ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არც ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა.

„მე ვერ გავიგე, რა ქმედება განვახორციელე. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები, ჩემთვის სრულიად უცნობია, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არიან. მე არაფერს უკანონოს არ ვახორციელებდი,“- განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს - ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და გიორგი მერებაშვილს წაუყენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები