17 ნოემბერი 2018,   05:27
ვრცლად
სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

სახალხო დამცველი დღეს სურამის ფსიქიატრიული კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ნინო ლომჯარია აპარატის თანამშრომლებთან ერთად ობიექტზე მონიტორინგის მიზნით ჩავიდა.

სურამის კლინიკის შესახებ, წლის დასაწყისში ლომჯარიას უწყების მიერ საკმაოდ მწვავე ანგარიში იქნა მომზადებული, ხოლო რუსთავი 2 ზე გასული სიუჟეტის შემდეგ კლინიკის მენეჯერმაც დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ადმინისტრაციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კლინიკის რემონტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და პაციენტები განახლებულ გარემოში მკურნალობის გაგრძელებას 1 დეკემბრიდან შეძლებენ.

კლინიკაში 60-მდე ბენეფიციარი მკურნალობს. ისინი ამ დროისათვის დროებით საცხოვრებელში არიან გადაყვანილი.

„ჩვენს აქტიურობას და მედიის აქტიურობას მართლა მოჰყვა ასეთი შედეგი, სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება არ არის ერთადერთი მე პირადად გავაგრძელებ მონიტორინგს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კლინიკის  რეაბილიტაციის პერიოდში ასევე გაუმჯობესდება კვების და სამრეცხაოს პრობლემები. ამ საკითხზე გამოცხადებულია სახელმწიფო ტენდერები.

„კვების და სამრეცხაოს პრობლემა, რომელიც აქილევსის ქუსლია აქაურობისათვის.  გამოცხადებულია სახელმწიფო ტენდერები, გამარჯვებულია კომპანიები რომლებიც აწარმოებენ კვების დამზადებასა და მოწოდებას, ასევე სამრეცხაო პროცესები მიდის კილოობით სარეცხი და მოდის გარეცხილი და დეზინფიცირებული, როგორიც ამ დაწესებულებას შეეფერება,“-განაცხადა კლინიკის დირექტორმა.  

დღის ამბები