13 ნოემბერი 2018,   23:10
ვრცლად
2007-ში კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა... აგონიაში არიან - სააკაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი კომენტარს აკეთებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგონიაში და ეს განუკითხაობა მალე დასრულდება.

"ამ დადგმაში როგორ არის კუდ-ის ვიღაც 2 თანამშრომელი ამბობს სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა რაც არ უნდა მომხდარიყო. იტყოდნენ პირველმა, პრეზიდენტმა, საკაშვილმა? ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ესეთ დავალებებს არ იღებდნენ რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან. მე სულ ვფიქრობდი რომ ეს საოცრება სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს, თურმე იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების ივანიშვილს, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძაან მარტივია აგონიაში არიან. ეს ხალხი ვინც ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, ალბათ იმიტომ რომ მათ იციან რომ კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ეს ხალხი ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებ. ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა  მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის ეპოქა მთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები