13 ნოემბერი 2018,   23:10
ვრცლად
გამოძიება უნდა დაიწყოს, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული მიყურადება - ნინო ლომჯარია

„ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები და გარკვეული უნდობლობაც, თუნდაც ბოლოს გავრცელებული ჩანაწერის მიმართ, მეც მაქვს ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას გაუჩნდა ამ ჩანაწერის მიმართ,“- ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისა და დეპუტატ, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.

ნინო ლომჯარია ასევე ითხოვს, პასუხები გაეცეს იმ შეკითხვას, თუ როგორ ხდება ციხეში საუბრების ფარულად ჩაწერა.

„ასევე მინდა გავამახვილო ერთ გარემოებაზე ყურადღება, რაზეც პოლიტიკოსები არ საუბრობენ. მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმასთან დაკავშირებით ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული  მიყურადება პატიმრისა და მესამე პირების საუბრის. წესით, ეს შეხვედრები და საუბრები უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს მიანიშნებს, რომ ციხეში ამ თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები არსებობს,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები