19 აპრილი 2024,   06:55
ვრცლად
აფეთქება და სროლა ყირიმში, ქერჩის კოლეჯში - გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს

ყირიმში, ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში აფეთქებების შემდეგ სროლის ხმა გაისმა. გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ. ის 20-დან 25  წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც დაცვის კამერების ჩანაწერებში ფიგურირებს.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 10 და დაშავდა 50 ადამიანი, თუმცა მსხვერპლის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის კოლეჯის შენობაში მედიკოსები და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტი აფეთქებების განმეორების თავიდან ასაცილებლად სასწავლების ტერიტორიაზე შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები