13 ნოემბერი 2018,   23:08
ვრცლად
თურქეთის პროკურატურა საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში ჩხრეკას ატარებს

თურქეთის პროკურატურა საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაში ჩხრეკას ატარებს.

შენობის შემოწმება გუშინ იგეგმებოდა, მაგრამ საუდელებმა მონაწილეობა ვერ შეძლეს, ამიტომ პროცესი გადაიდო. დღეს კი კონსულის რეზიდენციაში 11 არაბი გამომძიებელი შევიდა.

თურქეთის ოფიციალური პირები უკვე დარწმუნებული არიან, რომ ჯამალ ხაშოგი საკონსულოს შენობაში მოკლეს და სწორედ ამ ოპერაციისთვის ჩავიდა სტამბოლში 15 კაციანი ჯგუფი.

მათ შორის იყო პრინც მუჰამედთან დაახლოებული ოფიცერი, რომელიც ხაშოგის დაკითხვის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები