25 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
"ხელისუფლებამ დახურა იბერია" - ფინანსური კრიზისის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა

"ხელისუფლებამ დახურა იბერია" - ერთ თვიანი ბრძოლა გადარჩენისთვის ტელემაუწყებლობის შეწყვეტით დასრულდა. გადაცემების ნაცვლად ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში საპროტესტო წარწერა გადის.

არჩევნებამდე 12 დღით ადრე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეწყვიტა. არხის ხელმძღვანელობა მიზეზად ფინანსურ კრიზისს ასახელებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები შეუქმნა.

"იბერიას" 200-მა თანამშრომელმა ჯერ არ იცის სად გააგრძელებს მუშაობას.

წლების განმავლობაში ტელეკომპანია „იბერიას“ მისი მფლობელი "ომეგა ჯგუფი" აფინანსებდა. მას შემდეგ კი რაც ხელისუფლებამ „ომეგას“ პრობლემები შეუქმნა და სიგარეტის ქარხანა OGT-ი დახურა, არხზე კრიზისი შეიქმნა. "იბერიას" დამფუძნებელმა დღეს ბიზნესმენებს არხზე რეკლამის განთავსება სთხოვა. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ეს მაუწყებლობის აღსადგენად ერთადერთი გამოსავალია.

ტელეკომპანიის მფლობელები ამ ეტაპზე სახელფასო დავალიანების გადახდასაც ვერ ახერხებენ. 

დღის ამბები