20 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
გაუარესებული მედია გარემო, ნეპოტიზმი, ელიტური კორუფცია - ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მარშალის ფონდში უმწვავესი მოხსენება ჰქონდათ

მედია გარემოს გაუარესება და ფაქტები რომლებიც ამას ადასტურებს - ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მარშალის ფონდში უმწვავესი მოხსენება ქონდათ.

საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ასევე დასახელდა მნიშვნელოვანი პრობლემები სასამართლო სისტემაში, ელიტური კორუფცია და ნეპოტიზმი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე.

საქართველოში მედია გარემო უარესდება - ასე აფასებენ მდგომარეობას არასამთავრობო ორგანიზაციები.

„რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება, მაუწყებლების წუხილი ხელისუფლების მცდელობებზე მფლობელების შეცვლასთან და სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენასთან დაკავშირებით, პოლიტიზებული მარეგულირებელი და ყოფილ პრემიერთან აფილირებული პირი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მართავს - ეს არის იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელიც სამოქალაქო სექტორის აზრით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს დემოკრატიულ ინსტიტუტს.

პრობლემების ჩამონათვალშია საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში მოქცეული ძალაუფლება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია სასამართლოს დამოუკიდებლობა.

ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრაზე ისმოდა კრიტიკა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებითაც, თუმცა სამოქალაქო სექტორისგან სრულიად განსხვავებული იყო შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის პოზიცია. დავით ბაქრაძე ამტკიცებდა, რომ ვითარება არც ისე რთულია.

 

 

 

 

დღის ამბები