25 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
ახალი სკანდალური ჩანაწერები და სავარაუდო კომპრომატები კახა კახიშვილზე - სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

კახი კახიშვილი ამ დრომდე სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს არ აკეთებს. "კურიერი" საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის მოქმედ უფროსთან და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან სახლში მივიდა, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. ჩანაწერში, რომელიც კურიერმა გლდანის ციხიდან მოიპოვა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ციხის საკანში პარლამენტის წევრს ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება,რომ აქვს კომპრომატები კახიშვილის წინააღმდეგ. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე კი ის დაპირდა კახიშვილს, რომ თუ საჯსელაღსრულების მინისტრი, მას ციხეში სათანადო პირობებს არ შეუქმნიდა მაშინ ამ ჩანაწერებს გამოააშკარავებდა.

დღის ამბები