16 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
"ვერავის პასუხისმგებლობა ვერ დადგება იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-მა რაღაც თქვა," - ბესელია ახალ სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

"როდესაც თქვენი ტელევიზია რაღაცას მაჩვენებს და მელაპარაკება, მე პირადად ნდობა არ მაქვს,"-ასე პასუხობს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიერ, ახალ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია.

იგი "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შინაარსის ნაცვლად ტელევიზიის მიერ ფარული მასალების მოპოვებისა და გასაჯაროების რეგულაციების შესახებ საუბრობს. კონკრეტული პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ბესელია იქამდე ვერ ხედავს, ვიდრე მასალების ავთენტიკურობა არ დადასტურდება.

"ვერავის პასუხისმგებლობა ვერ დადგება იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-მა რაღაც თქვა. აუცილებელია კანონით რომ გადამოწმდეს კანონიერება, ნამდვილობა. ჩანაწერების გაკეთება, შენახვა და გავრცელება ისჯება და არ არის არაფერი გამონაკლისი გარდა ერთი შემთხვევისა, თუ გამოძიებას არ გადასცემთ მასალას,"-აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ ახალ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება როგორ იყო მზად სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის, გარდა ამისა, იგი ახსენებს კომპრომატებს სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრზე, კახა კახიშვილზე. სუბელიანი ასევე საუბრობს მიმოწერაზეთბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

დღის ამბები