20 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
2 დაღუპული და 5 დაჭრილი - ბაგრამის ბაზის სიახლოვეს აფეთქება მოხდა

თავდასხმა მოხდა ნატოს ძალების პატრულზე ავღანეთის ფარვანის პროვინციაში. აფეთქების შედეგად დაიჭრა 5 ჯარისკაცი ჩეხეთიდან, რომლებიც ბაგრამის ბაზის მახლობლად ტერიტორიის პატრულირებას ახდენდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ. თავდასხმას ასევე 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. ისლამისტების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტის სამიზნე ნატოს ძალების წარმომადგენლები იყვნენ.

დღის ამბები