23 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ექსპერტებს შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა ექსპერტებთან ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და თავის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგან სიღარიბის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა, ისინი ყურადღებას ლარის დევალვაციაზეც ამახვილებენ.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ მდგომაროების გაუმჯობესებისთვის მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი.

შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ესწრება.

„შეხვედრა, უპირველესყოვლისა, არის იმისთვის, რომ ექსპერტების ჯგუფი - ჩვენი გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ახლა მუშაობს იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება, შეხვდეს რაც შეიძლება ხშირად სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი 14 მილიარდიანი ეკონომიკის 3-3,5-4%-ით ზრდა სიმართლეში ზრდა კი არ არის, ეს არის რეგრესი. ჩვენ თუ არ დავჩქარდებით, ჩვენ თუ ორნიშნა ზრდის ციფრხე არ გავალთ, ყველა პრობლემა, რომელიც ახლა გვაქვს, დემოგრაფია, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, დაუფინანსებლობა, არასტაბილური შემოსავალი, ემიგრაცია, კიდევ უფრო გამწვავდება,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ეკონომისტის, დემურ გიორხელიძის შეფასებით, ქვეყანაში სუსტი ეკონომიკაა, დასაქმების დაბალი და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსმა ყურადღება უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.

დღის ამბები