20 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
"საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან," - ოპოზიცია მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება

ქვეყანაში არის სისტემური პრობლემები და ის ყველაფერი რაზეც საუბრობს მირზა სუბელიანი ჩანაწერებში, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას გარკვეული დაჯგუფებები მართავენ - ასეთია ოპოზიციის შეფასება მორიგ სკანდალურ ჩანაწერებზე, რომელშიც მირზა სუბელიანი მის მიერ კახი კახიშვილის შანტაჟზე და მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობს.

ენმ-ს წევრი რომან გცირიძე აცხადებს, რომ ამ ჩანაწერებიდან იკვეთება მძიმე დანაშაულები და მათ შორის თუ კი თავად სუბელიანი ფიქრობდა, რომ ის დატოვებდა ერთ წელში საპყრობილეს, მისი გეგმებიც მთლიანად ჩაიშალა. 

„ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად. ხელისუფლების გარეთ არსებული პირები, რომელთათვის ხალხს ლეგიტიმაცია არ მიუნიჭებია, მართავს ამ ქვეყანას საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად და სწორედ, ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც არის ციხეში, რომელმაც აღიარა დანაშაული. საკუთარი დანაშაული და ამავე დროს ამ დანაშაულის მონაწილე დიდი ჩინოვნიკობა და ფაქტობრივად მან ძალიან დაიმძიმა თავისი ბედი და თავისი მომავალი. თუ კი ის ელოდა, რომ მას ერთ წელიწადს მიუსჯიდნენ ამ ჩანაწერების მიხედვით, აქ არის საქმე ძალიან მძიმე დანაშაულთან,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი მაფიოზურად, დანაშაულებრივი ჯგუფების საშუალებით მართავს ქვეყანას.

„ ფორმალური  ინსტიტუტები არის მხოლოდ ფასადი ამ ყველაფერის და თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, ამისთვის აუცილებელია "ქართული ოცნება" ჩამოსცილდეს ხელისუფლებას, რაც 29 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაიწყოს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები