17 აპრილი 2024,   03:18
ვრცლად
ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ზიანი იქნება განუზომლად უფრო მეტი - ბაქრაძე

„ქალბატონი ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით და მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს ზიანი იქნება განუზომლად უფრო მეტი,“ - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, სადაც  თურქი პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი სეპარატისტების დაკვეთას ასრულებს.

დავით ბაქრაძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ქვეყნის მომავალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენი ვალდებულებაა, არ დავუშვათ ამ ადამიანის გაპრეზიდენტება და არ მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადებებით, საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი მომავალი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წინა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მისცა, მათ კი არა.

სამოქალაქო სექტორი ამასთან დაკავშირებით მიიჩნევდა, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს, რაც ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი იყო.

თურქი პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი სეპარატისტების დაკვეთას ასრულებს.

დღის ამბები