19 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
"მე ახლა დედებს ველაპარაკები უფრო" - ზურაბიშვილმა მესტიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კამპანიაზე ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს სვანეთში განაგრძობს. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს მესტიაში მმართველი პარტიის წევრებთან ერთად შეხვდა.

ზურაბიშვილმა სვანეთის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალზე ილაპარაკა. ადგილობრივ მოსახლეობასთან მან ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობაზეც ისაუბრა და კამპანიაში ჩართვის პირობა დადო.

„დამატებით გართობას წარმოადგენდეს რომელიმე მსუბუქი მარიხუანა თუ სხვა ნარკოტიკი, მაგრამ ჩვენთან, სადაც ამდენი გვაქვს გასაკეთებელი, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა ისედაც წასულია, სადაც ჩვენი ახალგაზრდობა რომ ვთქვა, რომ ძალიან ჯანსაღია და ჯანმრთელობა არის ისე დაცული, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც უნდა იყოს, ვერ ვიტყვი. ამიტომ, ჩვენ ინფორმაციით და ყველა იმ საშუალებით, ბერკეტებით, რაც გაგვაჩნია, მე ახლა დედებს ველაპარაკები უფრო, დაწყებული სკოლებში, მაგრამ ოჯახებში ასევე თქვენი მოვალეობაა, მე, რასაც შევძლებ, მეც იმას გავაკეთებ. ეს საინფორმაციო კამპანია უნდა გავაშავოთ, რადგან ჩვენ ახალგაზრდობა ყველანაირად უნდა დავიცვათ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები