20 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
ოპონენტები ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა - პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი კომპრომატი აქვს.

მამუკა ბახტაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ფარული ჩანაწერებს სწორედ ოპონენტები აკეთებდნენ.

ბახტაძის თქმით, ქვეყანაში სისტემური დანაშაულებები არ ხდება.

„ქართული ოცნება" და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქართულმა საზოგადოებამ აირჩია სწორედ ამ მიზნით, რომ მსგავსი სისტემური დანაშაულებები საქართველოში დასრულებულიყო. დღეს ჩვენი ოპონენტები, რომლებიც ამას უშუალოდ ჩადიოდნენ, ამას აბრალებენ და ცდილობენ, მოახდინონ რეალობის მოდელირება და ტვინის გამორეცხვა, ეს არ გამოუვათ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები