19 ოქტომბერი 2019,   20:15
ვრცლად
ევრაზიული კავშირის ფორუმი თბილისში - რომან კაკულია ოპოზიციის ბრალდებებს აპოკალიპტურს უწოდებს 

თბილისში ხვალ ევრაზიული კავშირის ფორუმი იხსნება, თუმცა ვინ არის მისი ორგანიზატორი, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიზნესფორუმში მონაწილეობას რუსული დელეგაცია მიიღებს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქართველო რუსეთისთვის კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ნოყიერ ნიადაგად გადაიქცა.

ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ პარტიაში. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ ამ ფორუმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ოპოზიციის ბრალდება ყოველთვის არის აპოკალიპტური, ცხადაია, მაგრამ ამ თემაზე საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს იმისთვის, რომ პოზიცია მქონდეს. რუსები ტურისტებიც შემოდიან, მაგრამ ახლა ამ კონკრეტული შეხვედრის მოტივაციები, ორგანიზატორები, მიზნები არ ვიცი, მართალი გითხრათ. გაცილებით სახიფათოა საქართველოდან 40 კმ მდგომი რუსების ჯარი, რომლებიც ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში შეიძლება თბილისში აღმოჩნდეს,“ - განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღის ამბები