25 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
„არ დაგაცინინებთ თავს ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, ვინც მის ირგვლივ ხართ" - ნინო ბურჯანაძე

„არ დაგაცინინებთ თავს, ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, ვინც მის ირგვლივ ხართ,“- ასე გამოეხმაურა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას.

ნინო ბურჯანაძის თქმით, პროკურატურამ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ჩანაწერები არჩევნებამდე შეგნებულად რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებისთვის მთავარია მისი პოლიტიკური ინტერესი. ამის აბსოლუტური დადასტურებაა ის, რომ თურმე 2015 წელს აღმოჩენილი მასალები პატარკაციშვილის მკვლელობასთან თუ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, მხოლოდ დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სად იყავით, ბატონებო ამდენი ხნის განმავლობაში, როდემდე უნდა დასცინოთ საზოგადოებას, როდესაც ყველა არჩევნების წინ გაგახსენდებათ ჟვანიას მკვლელობა, 26 მაისი,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები