25 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
ლარმა წლის გაუფასურების რეკორდი მოხსნა - 1 დოლარი 2.70 ლარი ღირს

ლარმა წლის გაუფასურების რეკორდი მოხსნა. ერთი ამერიკული დოლარი კომერციულ ბანკებში 2 ლარი და 73 თეთრი ღირს. სავალუტო ბაზარზე პანიკური კურსია და ექსპერტების პროგნოზით გაუფასურება გაგრძელდება. მაღალია კურსი სავალუტო ჯიხურებშიც.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეკონომისტები და ფინანსისტები გადასახადების გაზრდას და იმპორტირებულ პროდუქტზე ფასის მომატებას პროგნოზირებენ. ანალიტიკოსები მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევენ, მათ შორის საბანკო სექტორზე შეზღუდვების მოხსნისა და გადასახადების შემცირების შესახებ.

ისინი ვინც, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებს დიდი ხანია სწავლობენ, აცხადებენ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი არასწორი პოლიტიკით მოქმედებენ, რაც მდგომარეობას ეტაპობრივად ართულებს.

„ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ კასკადი მოხდა მთავრობის მიერ შეცდომების და მოსალოდნელია კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა. ამის გარდა ვხედავთ, რომ პოლიტიკური სიტუაციაც საკმაოდ დაძაბულია, რაც ასევე მოქმედებს ლარის კურსზე.

საჭიროა შევცვალოთ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც იქნება მყარ ვალუტაზე მიბმული,“-აცხადებს ექსპერტი გია ჯანდიერი.  

დღის ამბები