24 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
ვიქნები კულტურის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი 

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აბაშაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბიშვილმა საკუთარ გამოსვლაში აქცენტები ტურიზმზე და საკუთარ ოჯახზე გააკეთა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე გაიხსენა, ეროვნული ძალების მმართველობის პერიოდი.

„ვიქნები კულტურის პრეზიდენტი და ალბათ აქ ნათქვამს აქვს ცოტა სხვა დატვირთვა კონსტანტინე გამსახურდიას ქალაქში. ჩვენ ზოგჯერ ვუყურებთ ტურიზმს რაც მეტი შემოვა მით უკეთესი.

ერთ-ერთი განვითარება ტურიზმის შეიძლება იყოს სახლმუზეუმების ქსელი. ტურისტული გზა, რომელიც სახლმუზეუმებზე გაივლის გააცნობს იმას რომ საქართველოში კარგად სვამენ და ჭამენ არამედ იმას, რომ საქართველოში იბადებოდნენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები და იბადებიან,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები