14 ნოემბერი 2018,   18:25
ვრცლად
დეტალები ჩვენც ჭორის დონეზე ვიცით - გატაცებული დეკანოიძის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისიდან ყაჩაღური დაჯგუფების მიერ გატაცებული გიორგი დეკანოიძის ოჯახის წევრები შვილის გატაცებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ.

გიორგი დეკანოიძის დედის განცხადებით, მათი შვილი უვნებელია. ოჯახი მომხდარის სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

„ბიჭი უვნებელი დამიბრუნდა, თმის ღერიც არ აქვს ჩამოვარდნილი. უბრალოდ ალბათ, მორალური ზეწოლის ქვეშაა რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ იოლად გადაიტანს.

სხვა ფაქტების შესახებ რა უნდა გითხრათ, მეც ყველაფერი ჭორის დონეზე ვიცი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის, ის არის რომ ბავშვი უვნებელია,“-ამბობს გატაცებული გიორგი დეკანოიძის დედა, ნანა დეკანოიძე. 

დღის ამბები