23 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა სტრასბურგის სასამართლოს - მერაბიშვილის ადვოკატი

"უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ნათლად ადასტურებს, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა იყო გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა სტრასბურგის სასამართლოს,"- ეს განცხადება, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

საუბარია აუდიო მასალებზე, რომელიც "რუსთავი2"-მა გაავრცელა და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილს ხელისუფლების მაკომპრომატირებელ მტკიცებულებებზე ესაუბრება. 

ადვოკატების განცხადებით, მირზა სუბელიანის დავალებით, დავით ცუხიშვილი ჩართული იყო ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გაყალბებაში. ყოფილი პრემიერის უფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მერაბიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. 

"ამ ჩანაწერებში ჩანს, რომ დავით ცუხიშვილი ადასტურებს, რომ 9 თვე ელოდებოდნენ, სანამ მას დაკითხავდნენ. 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოხდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, გატაცება, მიყვანა მთავარ პროკურორთან, ცუხიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლად. ეს ადამიანი იყო სუბელიანის მარჯვენა ხელი. ეს ადამიანი უშუალოდ აწარმოებდა მოკვლევას მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. მას აქვს დათვალიერებული ვიდეოკადრები, ასევე ათვალიერებს ჟურნალს, წერს პაკეტებს, რომ თითქოსდა მის მიერ ჩატარებული ამ მოქმედების შედეგად, ვერაფერი საინტერესო ვერ იქნა დადგენილი,"- აღნიშნა ჩივიაშვილმა. 

დღის ამბები