25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
ტელეკომპანია "იბერია"-ს თანამშრომლები ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვენ

ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტები და ოპერატორები ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ. ისინი რეორგანიზაციასთან და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკუთარი მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს.

ტელეკომპანიის პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველა კანონიერ გზას მიმართავენ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომელსაც წერილობით გადავცემთ დღეს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობას, ყველა იმ კითხვაზე გაეცეს პასუხი. ჩვენ დღეს ვითვლებით ტელევიზიის თანამშრომლებად მაინც, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მუშაობის საშუალება, ჩვენ შევძლებთ თუ არა მუშაობის გაგრძელება, ჩვენი ურთიერთობა მომავალში როგორ გაგრძელდება. თუ არ გაგრძელდება, როდის მოხდება უკვე ნამუშევარი ხელფასების ანაზღაურება და როდის მოხდება კომპენსაციების ანაზღაურება,“- განაცხადა "იბერიას" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჯიბღაშვილმა.

დღის ამბები