19 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
პოლიციის მაღალჩინოსანზე განხორციელებული თავდასხმა - ავღანეთში, ყანდაარის რეგიონში პროცესი ერთი კვირით გადაიდო

ავღანეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა ყანდაარის რეგიონში პროცესი ერთი კვირით გადაიდო. მიზეზი პოლიციის მაღალჩინოსანზე განხორციელებული თავდასხმა გახდა.

გენერალი აბდულ რაზიკი პირადმა მცველმა მოკლა. მან ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც რაზიკი სხვა მაღალჩინოსნებთან და ამერიკელ გენერალთან ერთად გუბერნატორის ოფისიდან გამოდიოდა, ის ადგილზე დაიღუპა. ამერიკელი გენერალი უვნებელი გადარჩა. თუმცა დაიჭრა მისი თანმხლები სამი ამერიკელი სამხედრო პირი და ყანდაარის გუბერნატორიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. არჩევნები ავღანეთში ხვალ გაიმართება.

დღის ამბები