19 აპრილი 2024,   02:52
ვრცლად
იმედს ვიტოვებთ, რომ შემოსავლების სამსახური თვითონვე გაიხმობს სარჩელს, რომლის საფუძველზეც ყადაღა ადევს ამ ქონებას - IBSU-ს ადვოკატი

შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის დასათვალიერებლად მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებს იმ ინფრასტრუქტურის ნახვის შესაძლებლობა მიეცა, რომელიც უნივერსიტეტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ფუნქციონირებას ვერ იწყებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის საქმეზე მორიგი პროცესი 22 ოქტომბერს გაიმართება. IBSU-ს სტუდენტების მოთხოვნაა ყადაღის პრობლემების მოგვარება და უნივერსიტეტის ფუნქციონირების დროული აღდგენა.

„წელიწადნახევარზე მეტია, გრძელდება სასამართლო სხდომები, ყადაღა ადევს შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის უნივერსიტეტის ნორმალურ საქმიანობას, ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ 22 ოქტომბერს შემოსავლების სამსახური გამოიჩენს გონიერებას და თვითონვე გაიხმობს სარჩელს, რომლის საფუძველზეც ყადაღა ადევს ამ ქონებას,“ - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადვოკატმა, მარიამ ჩიქოვანმა.

დღის ამბები