15 ნოემბერი 2018,   21:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი
გაყალბებული მონაცემები - ავტომობილების ტექდათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა. მიზეზი მათ მიერ გაცემული ყალბი ცნობები იყო, რომელთა მიხედვითაც, ავტომობილებმა ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაიარეს. ახლა კი გაირკვა, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებებს ვიზუალური და ტექნიკური დაზიანებებიც ჰქონდათ.

ცენტრის სპეციალისტები შესაძლოა ქრთამსაც იღებდნენ. მსგავსი შემთხვევები თბილისის გარდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა. ამ ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახლა უკვე ექსპერტიზებს ატარებს.

ტექდათვალიერების ცენტრების ასოციაციაში ცენტრებისთვის საქმიანობის შეჩერება, ვიდრე დადგინდება, რა სახის დანაშაულია ჩადენილი, არასწორად მიაჩნიათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფაქტების სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციასა და მონოპოლიზაციის მცდელობაზე ლაპარაკობენ.

ავტომობილების ტექდათვალიერება უკვე მესამე ეტაპზეა. შემოწმებას მსუბუქი კატეგორიის 3 ათასი კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების ავტომობილების გადიან. პირველი იანვრიდან შემოწმება მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტომობილმა უნდა გაიაროს.

დღის ამბები