19 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ინდოეთში ფესტივალის მონაწილეებს ჩქაროსნულმა მატარებელმა გადაუარა

ინდოეთში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. პენჯაბის პროვინციაში ფესტივალის მონაწილეებს ჩქაროსნულმა მატარებელმა გადაუარა.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა.

რკინიგზის ოპერატორი კომპანია ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ ინცინდენტი ფესტივალის ორგანიზატორებისა და ხალხის დაუდევრობის გამო მოხდა.

პენჯაბელები სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რა დროსაც რიტუალური ცეცხლი დაანთეს და ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილეებს უკან დახევა სთხოვეს.

შედეგად 700-მდე ადამიანი ლიანდაგზე აღმოჩნდა. ფოიერვერკებისა და მუსიკის ხმაზე ხალხმა მატარებლის მოახლოვების ხმა ვერ გაიგო.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

დღის ამბები