14 ნოემბერი 2018,   22:41
ვრცლად
ზალკალიანმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებთან ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დავით ზალკალიანმა ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტულ როლზე ყურადღება გაამახბილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიზნესწრეებთან ურთიერთობა და კოორდინაცია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ორგანიზაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საკითხზეც.

დღის ამბები