17 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფონიჭალის დასახლებაში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები