24 აპრილი 2024,   04:14
ვრცლად
თურქეთი პირობას დებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ყველა დეტალს დაადგენს

თურქეთი პირობას დებს, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ყველა დეტალს დაადგენს.

მმართველი პარტიის პრესსპიკერის განცხადებით, ოფიციალური ანკარა არ დაუშვებს, რომ საქმეში რაიმე დარჩეს დაფარული.

ორ კვირიანი უარყოფის შემდეგ, საუდის არაბეთმა პირველად აღიარა, რომ ცნობილი დისიდენტი საკონსულოში მოკლეს.

ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯამალ ხაშოგი დიპლომატიური უწყების შენობაში მომხდარი ჩხუბის დროს გარდაიცვალა. ჟურნალისტის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

საუდელები ირწმუნებიან, რომ ცხედრის ადგილსამყოფელი არ იციან, რადგან ის თავიდან მოსაშორებლად ადგილობრივ თანამზრახველს დაუტოვეს.

მომხდართან დაკავშირებით საუდის არაბეთში 18 ადამიანია დაკავებული, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და პრინცის მთავარი მრჩეველი კი თანამდებობებიდან გადააყენეს. 

დღის ამბები