25 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძე ამ დრომდე პოლიციის სამმართველოში რჩება

პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამ დრომდე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რჩება. გირჩის ლიდერის ინტერესებს ახალგაზრდა იურისითა ასოციაციის წარმომადგენელი იცავს.

პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის დროს დედაენის ბაღში 11 პირი დააკავეს. დაკავებას ხმაური და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში ნებაყოფლობით გაჰყვა.

გირჩის ლიდერი სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როცა მან კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მონაწილეებს 3 ღერი სიგარეტი გადასცა, რომელშიც კანაფი იყო შერეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები