19 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
"ვეტომდებელი ნაკლებად ვიქნები, უფრო მეტად იდეებმდებელი ვიქნები" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი თბილისში შეხვედრებს მართავს. პრეზიდენტობის კანდიდატი ახმეტელის თეატრთან შეხვდა ამომრჩეველს და ყურადღება ნარკოპოლიტიკაზე გაამახვილა.

ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა კიკვიძის ბაღში გადაინაცვლა. „ქართული ოცნების“ რჩეულმა კანდიდატმა მათაც გააცნო საარჩევნო პროგრამა, ასევე ზურაბიშვილმა სასწავლო პროგრამებზეც ისაუბრა.

„მე ვიქნები, პირველ რიგში, თქვენი პრეზიდენტი, ანუ საზოგადოების პრეზიდენტი. ეს არის დღევანდელ, ახალ კონსტიტუციაში შეიძლება ყველაზე დიდი ცვლილება. მე ეს უკვე ვთქვი სხვაგან, რომ ვეტომდებელი ნაკლებად ვიქნები და უფრო მეტად იდეებმდებელი ვიქნები. ამ ქვეყანას სჭირდება ყველაზე უფრო ახალი იდეები და ინიციატივები. თუ რამე არის ყველაზე დიდი ნაკლი ამ ქვეყნის, რომ სწორედ არის ინიციატივა და პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები