19 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
ხანძარი ვლადიკავკაზში - დაღუპულია ერთი მაშველი  

ვლადიკავკაზში ხანძრის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ხანძარი მეტალურგიულ ქარხანაში გამთენიას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის დროს ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა, თუმცა ცეცხლის არეალმა 4 ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბა.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, არ არსებობს აფეთქების საფრთხეც. 

დღის ამბები