15 ნოემბერი 2018,   21:51
ვრცლად
მნიშვნელოვანი
უწყლოდ დარჩენილი სოფელი-სოფელ ტალავერში სადაც 2000-ზე მეტი მოსახლეა მხოლოდ ორი ონკანია

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ უწყლოობის გამო, ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. სოფელში, სადაც 2000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, ორი ონკანია, რომელშიც წყალი კვირაში ერთხელ მოდის. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ეს წყალი სასმელად უვარგისია და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

სოფელ ტალავერში პრობლემებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც ადასტურებენ. თუმცა ამბობენ, რომ პროექტი მომზადების პროცესშია და მალე ტენდერიც გამოცხადდება.

სოფელში კი მსგავსი დაპირებების არ სჯერათ. ადგილობრივების ინფორმაციით წყლის პრობლემის მისაგვრებლად სოფლისთვის თანხა რამდენჯერმე გამოიყო თუმცა საბოლოოდ ის არამიზნობრივად დაიხარჯა. 

ავტორი:ჯეიხუნ ნარზალოვი.

დღის ამბები