25 აპრილი 2024,   19:52
ვრცლად
იპოდრომი და ცხენსაშენი სამეგრელოსა და აფხაზეთის საზღვარზე ურთიერთობების დასათბობად-სალომე ზურაბიშვილის 10 ოცნება

სალომე ზურაბიშვილის 10 სანუკვარი ოცნება, რომელთა ახდენას პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წელს, ახალი ხელისუფლებისგან ელოდა. 6 წლის წინ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში მისი ოცნებების შესახებ დაწერა, რომლის ადრესატიც ბიძინა ივანიშვილი იყო.

მათ შორის ზურაბიშვილი წერდა აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დათმობის გზებზეც, რომელიც მისი აზრით ცხენსაშენსა და იპოდრომზე გადის. სალომე ზურაბიშვილის აზრით სამეგრელოსა და აფხაზეთის საზღვარზე უნდა აშენდეს ცხენსაშენი და იპოდრომი, სადაც აფხაზები და ქართველები ერთად იჯირითებენ და ასე დაიწყება მათ შორის შერიგების პროცესი.

სალომე ზურაბიშვილი წერდა მონარქიის აღდგენის საჭიროებებზეც. არ მოსწონდა მშვიდობის ხიდი და ხელოვნების ცენტრი რიყეზე და მისი დანგრევის ინიციატივითაც გამოდიოდა. სალომე ზურაბიშვილის ოცნებების ჩამონათვალში იყო ასევე დევნილების დაბრუნება საკუთარ სოფლებში თუმცა რა გზით საუბარი ამაზე არ ყოფილა. კანდიდატი წერდა მხოლოდ იმაზე, რომ იძულებით გადაადგილებული პირები საქათმეებში ცხოვრობენ.

ბოლო პერიოდში ზურაბიშვილმა თავის საოცნებო ჩამონათვალს მეთერთმეტე პუნქტიც დაუმატა - პრეზიდენტობა. 

დღის ამბები