25 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
ოცნების კვლევები, რომლითაც ზურაბიშვილი 53%-ით იგებს - გამოკითხვას „ფსიქტოპროექტის“ მეთოდოლოგიით მთავრობის PR-ის უფროსის მამა ატარებს

„ქართული ოცნების“ კვლევები, რომლის მიხედვითაც 53%-ით არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს - პარტიამ სოციოლოგიური გამოკითხვა „ფსიქტოპროექტის“ მეთოდოლოგიით ჩაატარა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი პარტია შიდა კვლევების გასაჯაროებას ამ დრომდე ერიდებოდა, თუმცა იმ შედეგების მიხედვით, რასაც ოპოზიცია აქვეყნებს, იძულებული გახდა, რომ მოქალაქეებისთვის „ოცნების“ სოციოლოგიური კვლევები ეჩვენებინა.

„ფსიქოპროექტის“ შემქმნელი ზურა ბიგვავაა, რომლის დამკვეთი მხოლოდ "ქართული ოცნებაა." ფსიქოლოგი ბიძინა ივანიშვილის სიმპათიით სარგებლობს. ზურა ბიგვავას შვილი, მაკო ბიგვავა PR ტექნოლოგია და ის ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. 

ავოტრი: რუსუდან გიორგაძე.

დღის ამბები