ტაივანში, სადაც მასშტაბურ სარკინიგზო კატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლის 8 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. დაშავდა 170-ზე მეტი ადამიანი.
ადგილზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში ასობით სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. შემთხვევის ადგილზე ტაივანის პრეზიდენტიც ჩავიდა. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.