25 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული ლომისის მამათა მონასტრის ბერმონაზონი და მრევლის წევრი თავისუფალია 

რუსი სამხედროების მიერ ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ორი პირი თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

დაკავებულები სასამართლოს გარეშე, მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა მამათა მონასტრის ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები