საქალაქო სასამართლოში შავი ზღვის უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით მორიგი სხდომა გაიმართება. დღევანდელ პროცესზე შემოსავლების სამსახურის მიერ უნივერსიტეტის შემოსავლებზე ყადაღის მოხსნის საფუძველზე იმსჯელებენ.
დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებს. უფლებადამცველის განცხადებით, უნივერსიტეტმა ფინანსური დავალიანება უკვე დაფარა და შესაბამისად ყადაღის აუცილებლობა აღარ არსებობს.
„ვიმედოვნებთ, რომ შემოსავლების სამსახური მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და თავად გამოითხოვს სარჩელს. იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური არ დააყენებს ამ შუამდგომლობას, მაშინ ჩვენ თვითონ დავაყენებთ ამ შუამდგომლობას და მოვითხოვთ საქმის წარმოების შეწყვეტას,“-განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა.