25 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
პრეზიდენტს ექნება ძალიან ბევრი საშუალება, ძალიან ბევრი სფერო, სადაც შეუძლია წარადგინოს ქვეყანა - სალომე ზურაბიშვილი 

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი,  ამომრჩეველს თბილისის 5 რაიონში შეხვდა.

მმართველი გუნდის რჩეულმა კანდიდატმა სიტყვით გამოსვლების დროს ყურადღება ნარკოპოლიტიკაზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა პრეზიდენტის როლზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის არ იქნება ვეტომდებელი პრეზიდენტი.

„პრეზიდენტს ექნება ძალიან ბევრი საშუალება, ძალიან ბევრი სფერო, სადაც შეუძლია წარადგინოს ქვეყანა, იყოს მისი ერთგვარი ელჩი. ჩვენ ძალიან ბევრ მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. პირადად ეს ქვეყანა არის გაყოფილი თავისი საოკუპაციო ხაზებით. 21-ე საუკუნეში როგორ უნდა იყოს ეს ჩვენთვის მისაღები და როგორ უნდა შევეგუოთ ჩვენ ამას,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვედრებში ქართული ოცნების ლიდერები მონაწილეობდნენ. ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ და დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები